პარასკევი, 2017-08-18, 12:15 PM
scripts
მთავარი | PHP Lessons - ფორუმი
WELCOME: SCRIPTS.UCOZ.COM=)
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
ფორუმი » Web programming » PHP » PHP Lessons
PHP Lessons
Old Дата: ორშაბათი, 2007-09-10,   
Admin
ჯგუფი: Moderators
შეტყობინება: 85
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასულია
[ (GE) ]
 

Default Дата: ორშაბათი, 2007-09-10, 0:59 AM | Сообщение # 1


ნაწილი 1

გაცნობა PHP-სთან

PHP ფაილი შეიძლება შეიცავდეს ტექსტს, HTML ტეგებსა და სკრიპტებს. მისი განხორციელება ხდება სერვერზე.

• PHP-ს სასწავლად თქვენ უნდა იცოდეთ (X)HTML

რა არის PHP?

• PHP არის PHP: Hypertext Preprocessor-ის შემოკლება
• PHP არის სერვერის მხრივი სკრიპტირება
• PHP სკრიპტების განხორციელება ხდება სერვერზე
• PHP-ს აქვს მრავალი მონაცემთა ბაზის მხარდაჭერა (MySQL, Informix, Oracle, Sybase, Solid, PostgreSQL, Generic ODBC და ა.შ.)
• PHP არის ღია კოდის მქონე (OSS)
• PHP უფასოა გადმოსაწერად

PHP ფაილი

o PHP ფაილები შეიძლება შეიცავდეს ტექსტს, HTML-სა და სკრიპტებს
o PHP ფაილი უბრუნდება ბრაუზერს როგორც ჩვეულებრივი HTML
o PHP ფაილების გაფართოებებია ".php", ".php3", or ".phtml"

რატომ PHP?

• PHP-ს გაშვება შეიძლება სხვადასხვა ოპერაციულ სისტემებზე (Windows, Linux, Unix და სხვ.)
• PHP თავსებადია თითქმის ყველა ცნობილ სერვერთან (Apache, IIS და ა.შ.)
• PHP-ს გადმოწერა უფასოდ შეგიძლიათ ოფიციალური საიტიდან: www.php.net
• PHP ადვილი სასწავლია და მრავალფუნქციონალური

საიდან დავიწყოთ?

პირველ რიგში, დააყენეთ სერვერი საკუთარ კომპიუტერზე. ჩვენ გირჩევთ Vertrigo Server-ს


PHP სინტაქსი
ძირითადი

PHP-ს სკრიპტის ბლოკი ყოველთვის იწყება <?php -თი და მთავრდებ ?>-თი. ბლოკის ჩასმა შესაძლებელია გვედის ნებისმიერ ადგილზე. ზოგ სერვერზე კოდი შეიძლება მოაქციოთ <?-სა და ?>-ს შორის, თუმცა გირჩევთ ტრადიციულ, <?php ?>-ს.
ქვემოთ მოყვანილია ფუნქციის მაგალითი, რომელიც უგზავნის ტექსტს ბრაუზერს. ამ ტექსტს სტრინგი (string) ჰქვია:

Quote
კოდი: php

Code
1.         
2.    <?php
3.    echo "Hello World";
4.    ?>
5.         
6.    

თუ შეინახავთ ამ ფაილს და გახსნით ბრაუზერში, მიიღებთ გვერდს, რომელზეც ეწერება Hello World.
PHP-ში ყველა ბრძანება უნდა მთავრდებოდეს წერტილ-მძიმით, რათა გამოყოთ სხვადასხვა კოდები ერთმანეთისგან.
PHP-ში არის ტექსტის გასაგზავნი მეორე ფუნქციაც: print
. Hello World-ის დაწერა მეორენაირადაც შეიძლება:

კოდი: php

Code
7.    <?php
8.    echo (‘Hello World’);
9.    ?>

კომენტარები PHP-ში

PHP-ში ვიყენებთ \\-ს ერთხაზიანი და \* *\-ს მრავალხაზიანი კომენტარების დასაწერად.

კოდი: php

Code
10.    <?php
11.    //კომენტარი
12.    /*
13.    კომენტარის
14.    ბლოკი (მრავალხაზიანი)
15.    */
16.    ?>

ცვლადები PHP-ში

ცვლადები (variables) PHP-ში გამოიყენება სტრინგების, რიცხვების და ა.შ. შესანახად. როცა ცვლადი დაყენებულია, მისი გამოყენება შეიძლება რამდენჯერაც გინდათ იმ სკრიპტში.
ცვლადი უნდა იწყებიდეს $ ნიშნით. თუ ეს ნიშანი დაგავიწყდებათ, ცვლადი არ იმუშავებს. ცვლადის განსაზღვრის სწორი მაგალითი:

Quote
კოდი: php

Code
18.    $cv_saxeli = parametri;

მაგალითად, შევქმნათ ცვლადი, რომელიც შეიცავს სტრინგსა და რიცხვს:

Quote
კოდი: php

Code

19.    <?php
20.    $txt = "Hello World!";
21.    $ricxvi = 16;
22.    ?>

ცვლადების დასახელების წესები:

ცვლადის სახელი უნდა დაიწყოს ასოთი ან "_" სიმბოლოთი
ცვლადის სახლელი შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ამ სიმბოლოებს: a-Z, 0-9, და _
ცვლადის სახელი არ შეიძლება შეიცავდეს ცარიელ ადგილებს. თუ მისი სახელი შეიცავს რამდენიმე სიტყვას, უნდა გამოვყოთ ქვედა ხაზით ($my_var), ან დიდი ასოთი ($myVar).
ცვლადის გამოყენების მაგალითი:

Quote
კოდი: php

Code
23.    <?php
24.    $txt="Hello World";
25.    echo $txt;
26.    ?>

გამოჩნდება Hello World.

დამაკავშირებელი ოპერატორი (.)

დამაკავშირებელი ოპერატორი აკავშირებს ერთმანეთთან სტრინგებს ან ცვლადებს:

Quote
კოდი: php

Code

27.    <?php
28.    $txt1="Hello World";
29.    $txt2="1234";
30.    echo $txt1 . " " . $txt2;
31.    ?>

შედეგი იქნება: Hello World 1234. წერტილმა დააკავშირა ცვლადი $txt1 $txt2-სთან.

strlen() ფუნქცია

ეს ფუნქცია ითვლის სიმბოლოების რაოდენობას სტრინგში:

Quote
კოდი: php

Code
32.    <?php
33.    echo strlen("Hello world!");
34.    ?>

გამოჩნდება 12 (ცარიელი ადგილიც ითვლება)

strpos() ფუნქცია

strpos() ფუნქცია ეძებს სტრინგს ან სიმბოლოს სტრნიგში. თუ ვერაფერი იპოვა, დაწერს FALSE-ს, ხოლო თუ ნახა, დაწერს მისი ადგილმდებარეობის ნომერს (მერამდენე წერია). მაგალითისთვის, მოვძებნოთ სტრინგი "world" სტრინგში:

Quote
კოდი: php

Code

35.    <?php
36.    echo strpos("Hello world!","world");
37.    ?>

შედეგი იქნება 6. ეს იმიტომ, რომ PHP ითვლის 0-დან და არა 1-დან.

PHP ოპერატორები

მიმნიჭებელი ოპერატორები

შედარების ოპერატორები

ლოგიკური ოპერატორები

მადლობა tutorials.ge-ს




Сообщение отредактировал levani - კვირა, 2007-09-23, 3:17 AM
Old Дата: კვირა, 2007-09-23,   
Admin
ჯგუფი: Moderators
შეტყობინება: 85
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასულია
[ (GE) ]
 

Default Дата: კვირა, 2007-09-23, 3:39 AM | Сообщение # 2


PHP If..Else

if, elseif და else გამოიყენება სხვადასხვა მოქმედებების შესასრულებლად სხვადასხვა შემთხვევაში:

If… Else

სინტაქსი:

Code
კოდი: php

    1.
       if (პირობა)
    2.
       კოდი, რომელიც უნდა შესრულდეს, თუ ეს პირობა მართალია;
    3.
       else
    4.
         კოდი რომელიც უნდა შესრულდეს, თუ ეს პირობა მცდარია;

მაგალითად, ეს კოდი დაწერს “ბედნიერ დასვენებას გისურვებთ”, თუ დღეს პარასკევია, სხვა შემთხვევაში კი - “წარმატებულ დღეს გისურვებთ”:

Code
კოდი: php

    1.
       <?php
    2.
       $d=date("D");
    3.
       if ($d=="Fri")
    4.
         echo "ბედნიერ დასვენებას გისურვებთ";
    5.
       else
    6.
         echo "წარმატებულ დღეს გისურვებთ";
    7.
       ?>

თუ ერთ ხაზზე მეტია შესასრულებელი, უნდა გამოიყენოთ { და } სიმბოლოები:

Code
კოდი: php

    1.
       <?php
    2.
       $d=date("D");
    3.
       if ($d=="Fri")
    4.
         {
    5.
         echo "გამარჯობა!
    6.
       ";
    7.
         echo "ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!";
    8.
         echo "ორშაბათს გნახავთ!";
    9.
         }
   10.
       ?>

თუ გსურთ კიდევ ერთი პირობის დამატება, უნდა გამოიყენოთ elseif:

Quote
if (პირობა)
კოდი, რომელიც უნდა შესრულდეს, თუ ეს პირობა მართალია;
elseif (სხვა პირობა)
კოდი, რომელიც უნდა შესრულდეს, თუ ეს პირობა მართალია;
else
კოდი, რომელიც უნდა შესრულდეს, თუ არც ერთი პირობა არ სრულდება;

მაგალითად:

Code
კოდი: php

    1.
       <?php
    2.
       $d=date("D");
    3.
       if ($d=="Fri")
    4.
         echo "ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!";
    5.
       elseif ($d=="Sun")
    6.
         echo "წარმატებულ კვირა დღეს გისურვებთ!";
    7.
       else
    8.
         echo "წარმატებულ დღეს გისურვებთ!";
    9.
       ?>


Old Дата: შაბათი, 2007-10-13,   
Admin
ჯგუფი: Moderators
შეტყობინება: 85
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასულია
[ (GE) ]
 

Default Дата: შაბათი, 2007-10-13, 8:45 AM | Сообщение # 3


PHP Switch

თუ გინდათ რომ იმოქმედოს კოდის ბლოკებიდან ერთ-ერთმა, გამოიყენეთ Switch. იგი გამოიყენება გრძელი If…Else კოდების ასაცილებლად.

სინტაქსი

Quote
კოდი: php

1.
switch (გამოხატულება)
2.
{
3.
case ნიშანი1:
4.
კოდი, რომელიც უნდა განხორციელდეს თუ გამოხატულება = ნიშანი1;
5.
break;
6.
case ნიშანი2:
7.
კოდი, რომელიც უნდა განხორციელდეს თუ გამოხატულება = ნიშანი2
8.
break;
9.
default:
10.
კოდი, რომელიც უნდა განხორციელდეს თუ გამოხატულება არც ნიშანი1-ის ტოლია და არც ნიშანი2-ის
11.
}

მაგალითად:

Quote
კოდი: php

1.
< ?php
2.
switch ($x)
3.
{
4.
case 1:
5.
echo "ნომერი 1";
6.
break;
7.
case 2:
8.
echo "ნომერი 2";
9.
break;
10.
case 3:
11.
echo "ნომერი 3";
12.
break;
13.
default:
14.
echo "არც ერთი ნომერი არაა 1-სა და 3-ს შორის";
15.
}
16.
?>

ახსნა:
* გამოხატულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ერთხელ, უმეტესად ცვლადია.
* გამოხატულების მნიშვნელობა შედარებულია თითოეულ შემთხვევასთან (case).
* თუ დაემთხვევა, განხორციელდება შესაბამისი კოდი.
* როცა კოდი შესრულდება, გამოიყენება break, რათა არ მოხდეს შემდეგ case-ში გადასვლა
* default გამოიყენება თუ არც ერთი case არ დაემთხვა.


ფორუმი » Web programming » PHP » PHP Lessons
გვერდი 1 დან1
ძებნა:

Copyright MyCorp © 2017