ნაწილი 1 გაცნობა PHP-სთან
PHP ფაილი შეიძლება შეიცავდეს ტექსტს, HTML ტეგებსა და სკრიპტებს. მისი განხორციელება ხდება სერვერზე.
• PHP-ს სასწავლად თქვენ უნდა იცოდეთ (X)HTML
რა არის PHP?
• PHP არის PHP: Hypertext Preprocessor-ის შემოკლება
• PHP არის სერვერის მხრივი სკრიპტირება
• PHP სკრიპტების განხორციელება ხდება სერვერზე
• PHP-ს აქვს მრავალი მონაცემთა ბაზის მხარდაჭერა (MySQL, Informix, Oracle, Sybase, Solid, PostgreSQL, Generic ODBC და ა.შ.)
• PHP არის ღია კოდის მქონე (OSS)
• PHP უფასოა გადმოსაწერად
PHP ფაილი
o PHP ფაილები შეიძლება შეიცავდეს ტექსტს, HTML-სა და სკრიპტებს
o PHP ფაილი უბრუნდება ბრაუზერს როგორც ჩვეულებრივი HTML
o PHP ფაილების გაფართოებებია ".php", ".php3", or ".phtml"
რატომ PHP?
• PHP-ს გაშვება შეიძლება სხვადასხვა ოპერაციულ სისტემებზე (Windows, Linux, Unix და სხვ.)
• PHP თავსებადია თითქმის ყველა ცნობილ სერვერთან (Apache, IIS და ა.შ.)
• PHP-ს გადმოწერა უფასოდ შეგიძლიათ ოფიციალური საიტიდან: www.php.net
• PHP ადვილი სასწავლია და მრავალფუნქციონალური
საიდან დავიწყოთ?
პირველ რიგში, დააყენეთ სერვერი საკუთარ კომპიუტერზე. ჩვენ გირჩევთ Vertrigo Server-ს
PHP სინტაქსი
ძირითადი
PHP-ს სკრიპტის ბლოკი ყოველთვის იწყება <?php -თი და მთავრდებ ?>-თი. ბლოკის ჩასმა შესაძლებელია გვედის ნებისმიერ ადგილზე. ზოგ სერვერზე კოდი შეიძლება მოაქციოთ <?-სა და ?>-ს შორის, თუმცა გირჩევთ ტრადიციულ, <?php ?>-ს.
ქვემოთ მოყვანილია ფუნქციის მაგალითი, რომელიც უგზავნის ტექსტს ბრაუზერს. ამ ტექსტს სტრინგი (string) ჰქვია:
Code
1.
2. <?php
3. echo "Hello World";
4. ?>
5.
6.
თუ შეინახავთ ამ ფაილს და გახსნით ბრაუზერში, მიიღებთ გვერდს, რომელზეც ეწერება Hello World.
PHP-ში ყველა ბრძანება უნდა მთავრდებოდეს წერტილ-მძიმით, რათა გამოყოთ სხვადასხვა კოდები ერთმანეთისგან.
PHP-ში არის ტექსტის გასაგზავნი მეორე ფუნქციაც: print
. Hello World-ის დაწერა მეორენაირადაც შეიძლება:
კოდი: php
Code
7. <?php
8. echo (‘Hello World’);
9. ?>
კომენტარები PHP-ში
PHP-ში ვიყენებთ \\-ს ერთხაზიანი და \* *\-ს მრავალხაზიანი კომენტარების დასაწერად.
კოდი: php
Code
10. <?php
11. //კომენტარი
12. /*
13. კომენტარის
14. ბლოკი (მრავალხაზიანი)
15. */
16. ?>
ცვლადები PHP-ში
ცვლადები (variables) PHP-ში გამოიყენება სტრინგების, რიცხვების და ა.შ. შესანახად. როცა ცვლადი დაყენებულია, მისი გამოყენება შეიძლება რამდენჯერაც გინდათ იმ სკრიპტში.
ცვლადი უნდა იწყებიდეს $ ნიშნით. თუ ეს ნიშანი დაგავიწყდებათ, ცვლადი არ იმუშავებს. ცვლადის განსაზღვრის სწორი მაგალითი:
Code
18. $cv_saxeli = parametri;
მაგალითად, შევქმნათ ცვლადი, რომელიც შეიცავს სტრინგსა და რიცხვს:
Code
19. <?php
20. $txt = "Hello World!";
21. $ricxvi = 16;
22. ?>
ცვლადების დასახელების წესები:
ცვლადის სახელი უნდა დაიწყოს ასოთი ან "_" სიმბოლოთი
ცვლადის სახლელი შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ამ სიმბოლოებს: a-Z, 0-9, და _
ცვლადის სახელი არ შეიძლება შეიცავდეს ცარიელ ადგილებს. თუ მისი სახელი შეიცავს რამდენიმე სიტყვას, უნდა გამოვყოთ ქვედა ხაზით ($my_var), ან დიდი ასოთი ($myVar).
ცვლადის გამოყენების მაგალითი:
Code
23. <?php
24. $txt="Hello World";
25. echo $txt;
26. ?>
გამოჩნდება Hello World.
დამაკავშირებელი ოპერატორი (.)
დამაკავშირებელი ოპერატორი აკავშირებს ერთმანეთთან სტრინგებს ან ცვლადებს:
Code
27. <?php
28. $txt1="Hello World";
29. $txt2="1234";
30. echo $txt1 . " " . $txt2;
31. ?>
შედეგი იქნება: Hello World 1234. წერტილმა დააკავშირა ცვლადი $txt1 $txt2-სთან.
strlen() ფუნქცია
ეს ფუნქცია ითვლის სიმბოლოების რაოდენობას სტრინგში:
Code
32. <?php
33. echo strlen("Hello world!");
34. ?>
გამოჩნდება 12 (ცარიელი ადგილიც ითვლება)
strpos() ფუნქცია
strpos() ფუნქცია ეძებს სტრინგს ან სიმბოლოს სტრნიგში. თუ ვერაფერი იპოვა, დაწერს FALSE-ს, ხოლო თუ ნახა, დაწერს მისი ადგილმდებარეობის ნომერს (მერამდენე წერია). მაგალითისთვის, მოვძებნოთ სტრინგი "world" სტრინგში:
Code
35. <?php
36. echo strpos("Hello world!","world");
37. ?>
შედეგი იქნება 6. ეს იმიტომ, რომ PHP ითვლის 0-დან და არა 1-დან.
PHP ოპერატორები
მიმნიჭებელი ოპერატორები
შედარების ოპერატორები
ლოგიკური ოპერატორები
მადლობა tutorials.ge-ს