ორშაბათი, 2017-10-23, 12:40 PM
scripts
მთავარი | Invision Power Board 2.2.X - ფორუმი
WELCOME: SCRIPTS.UCOZ.COM=)
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
ფორუმი » PHP scripts » Help / დახმარება » Invision Power Board 2.2.X (ინსტალაცია და გაქართულება)
Invision Power Board 2.2.X
Old Дата: ხუთშაბათი, 2008-03-27,
Admin
ჯგუფი: Moderators
შეტყობინება: 85
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასულია
[ (GE) ]
Default Дата: ხუთშაბათი, 2008-03-27, 7:30 AM | Сообщение # 1
საინსტაციო პაკეტის გადმოწერა ( 2.2.2. ვერსია )
ქართული ენის პაკეტი 2.2.; 2.3.x
წინასაინსტალაციო პირობები
იმისათვის, რომ IPB 2.2.x ფორუმს პრობლემები არ ჰქონდეს ქართულ უნიკოდთან ურთიერთობისას, სასურველია, რომ სერვერზე ეყენოს MySQL-ის ვერსია 5 ან უფრო ახალი!!!
თუ დარწმუნდით, რომ სერვერზე ყველაფერი კარგადაა, მაშინ დროა მივხედოთ მონაცემთა ბაზას IPB-სათვის, რომლის collation უნდა იყოს "utf_general_ci".
collation-ის ამორჩევა ხდება მონაცემთა ბაზის შექმნისას, მაგრამ თუ მონაცემთა ბაზა უკვე შექმნილია, მაშინ მოგიწევთ მისი collation-ის შეცვლა.
- თუ სერვერზე აყენია phpMyAdmin, მაშინ აირჩიეთ თქვენი ბაზა, გადადით ჩანართში Operations და იქ მდებარე ფორმაში Collation აირჩიეთ
"utf_general_ci".
- თუ სერვერზე არ გაქვთ phpMyAdmin ან mysql-თან სამუშაო რომელიმე ვებ-გარსი, მაშინ სერვერზე გაუშვით MySQL-ის ეს query:
Code
ALTER DATABASE `YOURDB` DEFAULT CHARACTER SET utf8 COLLATE utf8_general_ci
სადაც, "YOURDB" არის თქვენი მონაცემთა ბაზის სახელი.
ამ პროცედურის შემდეგ შეგვიძლია მშვიდად დავიწყოთ ინსტალაცია.
UTF-8 კოდირების მოწესრიგება
ამ ვერსიაში, ისევე როგორც 2.1.x-ში შემოტანილია გვერდის კოდირების ცვლადი.
ამიერიდან, აღარ არის საჭირო ჟიმაობა იმისათვის, რომ მთელი ფორუმი utf-8-ზე გადაიყვანო, ეს ერთი პარამეტრის შეცვლით ხდება
შევდივართ აქ: ACP -> TOOLS & SETTINGS -> General Configuration -> Document character set და ვუთითებთ კოდირებას utf-8
მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდება, საჭიროა, რომ ბაზაში არც ქართული უნიკოდის შეტანისას იყოს რაიმე პრობლემები.
ამიტომ ვიქცევით შემდეგნაირად:
გავხსნათ რომელიმე ტექსტურ რედაქტორში (მაგალითად, notepad-ში) ფაილი ROOT_DIR/sources/ipsclass.php და ვიპოვნოთ მასში ეს კოდი (ხაზი 868):
Code
$this->DB->connect();
ხოლო მის შემდეგ კი ჩავამატოთ ეს
Code
mysql_query("SET CHARACTER SET utf8");
Quick Reply Box-ის ავტომატური გახსნა
ეხლა კი მივხედოთ სკინს.
სწრაფი პასუხის ფანჯარა ალბათ მოსახერხებელია, როდესაც ყოველთვის ღიაა, ისევე როგორც ამ ფორუმშია.
ამიტომ, ჩავასწოროთ კოდი ისე, რომ ეს ყუთი ავტომატურად იხსნებოდეს, მიუხედავად იმისა, თუ რას მიუთითებს მომხმარებელი თავის კაბინეტში.
ამისათვის, პირველ რიგში, შესაბამის განყოფილებაში უნდა იყოს ჩართული სწრაფი პასუხის მხარდაჭერა.
ახალი განყოფილების შექმნისას, სწრაფი პასუხის მხარდაჭერა ავტომატურად ირთვება ხოლმე, მაგრამ მაინც გადაამოწმეთ:
ACP -> MANAGEMENT -> განყოფილების მენიუ* -> Settings... -> Enable Quick Reply - ეს პარამეტრი დააყენეთ Yes-ზე.
ამის შემდეგ ვხსნით ფაილს ROOT_DIR/sources/action_public/topics.php, ვპოულობთ მასში ამ კოდს:
Code
$sqr = isset($this->ipsclass->member['_cache']['qr_open']) ? $this->ipsclass->member['_cache']['qr_open'] :
0;
და ვცვლით ამით:
Code
$sqr = 1;
ამის შემდეგ ყველა განყოფილებაში, რომელშიც ეს ფუნქცია ჩართულია, ეს ყუთი მომხმარებელს ავტომატურად გახსნილი დახვდება.
* ამიერიდან, სადაც კი იქნება მოხსენიებული ტერმინი განყოფილების ან სკინის მენიუ, ჩათვალეთ, რომ იგულისხმება კონტექსტური მენიუ, რომელიც გამოდის განყოფილების
ან სკინის სახელის გასწვრივ არსებული ღილაკის დაჭერისას.
ქართული ენის პაკეტის დაყენება
პირველ რიგში არქივიდან ვიღებთ *.xml ფაილს. შემდეგ შევდივართ ACP => LOOK & FEEL => Import a Language => ვაჭერთ ღილაკ Browse-ს და
ვუთითებთ *.xml ფაილის მდებაობას => Enter the name for this new language set-ში ვწერთ ლენგვიჯ პაკის სახელს, მაგ: Georgian => ვაჭერთ
ღილაკ Import XML Language Set-ს
მორჩა, ლენგვიჯ პაკი შემოტანილია, ეხლა დავაყენოთ იგი დეფოლტ ლენგვიჯად :
შევდივართ ACP => LOOK & FEEL => Manage Languages => და ქართული ენის პაკეტის გასწვრივ ვაჭერთ Make Default Language-ს.
ქართული კლავიატურები ფორუმის ფორმებში
ამჯერადაც, ქართული კლავიატურის დასაყენებლად გამოვიყენებთ Tim-ის მიერ დაწერილ ჯავასკრიპტს, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას
ამ ვერსიაშიც იგივე სკრიპტს ვიყენებ, იმედი ვიქონიოთ, რომ თავად ფორუმის JS-ებთან კონფლიქტში არ მოვა
პირველ რიგში ჩამოვტვირთოთ ეს ფაილი [attachment=74:ipb_geo.zip] გახსენით არქივი და მოვათავსოთ
სერვერზე საქაღალდეში ROOT_DIR/jscripts/
ამის შემდეგ შევდივართ აქ: ACP -> LOOK & FEEL -> სკინის მენიუ -> Edit Board Header & Footer Wrapper და გამოსულ ველში ამ კოდის შემდეგ:
Code
<% JAVASCRIPT %>
ვამატებთ ამ კოდს:
Code
ქართული კლავიატურა სწრაფი პასუხის ფორმაში
შევდივართ აქ: ACP -> LOOK & FEEL -> სკინის მენიუ -> Edit Template HTML -> Topic View -> quick_reply_box_open
გამოსულ კოდში მოვძებნოთ აი ეს კოდის ნაწილი:
Code
<textarea
და ზუსტად მის შემდეგ ჩავსვათ ეს:
Code
onKeyPress='changeVal()'
ხოლო შემდეგ მანდვე მოძებნეთ ეს კოდი:
Code
<img
src="style_images/<#IMG_DIR#>/folder_editor_images/rte-bold.png"  alt="{$this->ipsclass->lang['js_tt_bold']}"
title="{$this->ipsclass->lang['js_tt_bold']}" />
<img
src="style_images/<#IMG_DIR#>/folder_editor_images/rte-italic.png"  alt="{$this->ipsclass->lang['js_tt_italic']}"
title="{$this->ipsclass->lang['js_tt_italic']}" />
<img
src="style_images/<#IMG_DIR#>/folder_editor_images/rte-underlined.png" alt="{$this->ipsclass->lang
['js_tt_underline']}" title="{$this->ipsclass->lang['js_tt_underline']}" />
<img
src="style_images/<#IMG_DIR#>/folder_editor_images/rte-link-button.png"  alt="{$this->ipsclass->lang
['js_rte_lite_link']}" title="{$this->ipsclass->lang['js_rte_lite_link']}" />
<img
src="style_images/<#IMG_DIR#>/folder_editor_images/rte-image-button.png"  alt="{$this->ipsclass->lang
['js_rte_lite_img']}" title="{$this->ipsclass->lang['js_rte_lite_img']}" />
<img
src="style_images/<#IMG_DIR#>/folder_editor_images/rte-emo-button.png"  alt="{$this->ipsclass->lang
['js_tt_emoticons']}" title="{$this->ipsclass->lang['js_tt_emoticons']}" />
<img
src="style_images/<#IMG_DIR#>/folder_editor_images/rte-quote-button.png"  alt="{$this->ipsclass->lang
['js_rte_lite_quote']}" title="{$this->ipsclass->lang['js_rte_lite_quote']}">
<img
src="style_images/<#IMG_DIR#>/folder_editor_images/rte-code-button.png"  alt="{$this->ipsclass->lang
['js_rte_lite_code']}" title="{$this->ipsclass->lang['js_rte_lite_code']}">
და შეცვალეთ ამით:
Code
<img
src="style_images/<#IMG_DIR#>/folder_editor_images/rte-bold.png"  alt="{$this->ipsclass->lang['js_tt_bold']}"
title="{$this->ipsclass->lang['js_tt_bold']}" />
<img
src="style_images/<#IMG_DIR#>/folder_editor_images/rte-italic.png"  alt="{$this->ipsclass->lang['js_tt_italic']}"
title="{$this->ipsclass->lang['js_tt_italic']}" />
<img
src="style_images/<#IMG_DIR#>/folder_editor_images/rte-underlined.png" alt="{$this->ipsclass->lang
['js_tt_underline']}" title="{$this->ipsclass->lang['js_tt_underline']}" />
<img
src="style_images/<#IMG_DIR#>/folder_editor_images/rte-link-button.png"  alt="{$this->ipsclass->lang
['js_rte_lite_link']}" title="{$this->ipsclass->lang['js_rte_lite_link']}" />
<img
src="style_images/<#IMG_DIR#>/folder_editor_images/rte-image-button.png"  alt="{$this->ipsclass->lang
['js_rte_lite_img']}" title="{$this->ipsclass->lang['js_rte_lite_img']}" />
<img
src="style_images/<#IMG_DIR#>/folder_editor_images/rte-emo-button.png"  alt="{$this->ipsclass->lang
['js_tt_emoticons']}" title="{$this->ipsclass->lang['js_tt_emoticons']}" />
<img
src="style_images/<#IMG_DIR#>/folder_editor_images/rte-quote-button.png"  alt="{$this->ipsclass->lang
['js_rte_lite_quote']}" title="{$this->ipsclass->lang['js_rte_lite_quote']}">
<img
src="style_images/<#IMG_DIR#>/folder_editor_images/rte-code-button.png"  alt="{$this->ipsclass->lang
['js_rte_lite_code']}" title="{$this->ipsclass->lang['js_rte_lite_code']}">
ქართული კლავიატურა გამოხმაურების, ახალი PM-ისა და ახალი თემის ფორმებში
შევდივართ აქ: ACP -> LOOK & FEEL -> სკინის მენიუ -> Edit Template HTML -> Post / PM Editor -> ips_editor
გამოსულ კოდში მოვძებნოთ აი ეს კოდის ნაწილი:
Code
<textarea
და ზუსტად მის შემდეგ ჩავსვათ ეს:
Code
onKeyPress="changeVal()"
ამის შემდეგ მოვძებნოთ ეს კოდი:
Code
იგი შეგვხვდება ორ ადგილას, პირველი მათგანის მაგივრად კი ჩავწეროთ ეს კოდი:
Code
ეხლა კი იმისათვის, რომ სათაურებშიც დაიწეროს ქართულად
შევდივართ აქ:
ACP -> LOOK & FEEL -> სკინის მენიუ -> Edit Template HTML -> Post Screen -> topictitle_fields და გამოსულ კოდში მოვახდინოთ
შემდეგი ოპერაციები:
ვიპოვოთ მასში ორ ადგილას ეს კოდი:
Code
<input type="text"
და ორივეგან შევცვალოთ იგი ამ კოდით:
Code
მანდ კი ვპოულობთ ამას: (ესეთი არის ზუსტად 4 და ოთხივეგან შეცვალეთ თორე გამოკითხვის ფორმაში ქართულად არ დაიწერება)
Code
<input type='text'
და ვცვლით ამით:
Code
Code
<input type='text'
და ორივეგან ვცვლით ამით:
Code
ამას:
Code
კოდირება ფორუმის მსუბუქ, Lo-Fi ვერსიაში
როგორც მოგეხსენებათ, IPB ფორუმს აქვს მსუბუქი, Lo-Fi ვერსიაც. იგი იმით განსხვავდება სრული ვერსიისაგან, რომ მინიმუმამდე არის დაყვანილი ფორუმის სხვადასხვა ელემენტები, გრაფიკა და დიზაინის ”პრიბამბასები”. (მასზე გადასასვლელი ბმული იხილე მიმაგრებულ სურათზე) იგი შეიქმნა იმათთვის, ვისაც ნელი ინტრენტეტი აქვს ან ტრაფიკში იხდის ფულს, და არაფერში ჭირდება ფორუმის მძიმე დიზაინი.
ამ ვერსიასვე იყენებენ სხვადასხვა საძბენი სისტემების რობოტები ფორუმის ინდექსირებისას, ასევე ტრაფიკის დაზოგვის თვალსაზრისით. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ფორუმი მსუბუქ ვერსიაშიც ისევე სწორად იკითხებოდეს, როგორც სრულში.
მსუბუქ ვერსიას ისევ მონაცემთა ბაზასთან აქვს პრობლემა - კერძოდ კი, იგი უნიკოდს ბაზიდან არასწორად იღებს. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ვხსნით სერვერზე ფაილს
ROOT_DIR/lofiversion/index.php და მასში ვპოულობთ ამ კოდს
Code
$ipsclass->init_db_connection();
მის შემდეგ კი ვამატებთ ამას:
Code
mysql_query('SET CHARACTER SET utf8');
ქართული სათაურების შეკვეცა მთავარ გვერდზე
მოკლედ, რაშია საქმე:
ფორუმის თავფურცელზე, განყოფილებების ჩამონათვლის გასწვრივ მოცემულია ამ განყოფილებაში ბოლო პოსტის ავტორი და თემა, რომელშიც დაიწერა ეს პოსტი. რადგანაც თემის სათაური შეიძლება იყოს დიდი და დიზაინი არიოს, ამიტომ IPB თავფურცელზე გამოტანისას თემის სახელს კვეცს რაღაც გარკვეული რაოდენობის სიმბოლოზე (ვთქვათ, 30-ზე).
ეს მშვენივრად მუშაობს ინგლისურ სახელწოდებებზე, მაგრამ როდესაც თემას სახელი ჰქვია ქართული ასოებით, აქ ჩნდება ის პრობლემა, რაც დღეს თითქმის ყველა ქართულ ფორუმზეა. ანუ, ერთ ქართულ უნიკოდურ სიმბოლოს php აღიქვამს როგორც რამოდენიმე (თუ არ ვცდები 3) ჩვეულებრივ სიმბოლოდ, ამიტომაც ფუნქცია შეკვეცისას ერთ ქართულ სიმბოლოს ხლეჩს ხოლმე (ამ დროს მას ჰგონია, რომ 3 სიმბოლოს ჰყოფს) და შედეგად ვიღებთ გახლეჩილი სიბოლოს ნახევარს - რომელიც ბრაუზერისთვის გაუგებარია და გამოაქვს გაუგებარი აღნიშვნები.
ამის გამოსასწორებლად ვხსნით ფაილს ROOT_DIR/sources/classes/class_forums.php და ვპოულობთ მასში ამ კოდს (ხაზი 735):
Code
$forum_data['last_title'] = $this->ipsclass->txt_truncate($forum_data['last_title'], 30);
ვშლით მას და მის ადგილზე ვწერთ ამ პატარა მოდს (By Rocko)
Code
// GeoTruncate Mod [START]
$title_array = explode (" ", $forum_data['last_title']);
if (!(count ($title_array) < 4))
$title_array['3'] = "...";
else
$title_array['3'] = "";
$forum_data['last_title'] = "{$title_array['0']} {$title_array['1']} {$title_array['2']} {$title_array['3']}";
// GeoTruncate Mod [END]
მორჩა!
ეხლა რას მივიღებთ შედეგად:
აქ მთავარი ცვლადი არის $forum_data['last_title'], რომლითაც გამოდის შეკვეცილი სათაური და რომელშიც თავიდან სრული სათაურია შენახული.
ამ სკრიპტით კი კეთდება შემდეგი რამ: ეს სათაური იხლიჩება სიტყვებად ” ”-ის (space-ის) მიხედვით. ყოველი ნაწილი (ანუ სიტყვა) გადაეცემა მასივს
$title_array. შემდეგ ვამოწმებთ, თუ ამ მასივში ელემენტების (ანუ სიტყვების) რაოდენობა მეტია 3-ზე, ამ შემთხვევაში მასივის მესამე ელემენტს (ანუ მეოთხე
სიტყვას) ვანიჭებთ მნიშვნელობას ”...”, ხოლო თუ სიტყვების რაოდენობა 3 ან სამზე ნაკლებია, მაშინ ამ მესამე მნიშვნელობას (რომელიც არც არსებობს) ვანიჭებთ ცარიელ
სტრინგს.
და ეხლა კი საბოლოოდ ვაწყობთ შეკვეცილ სათაურს: ვალაგებთ მიყოლებით პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ელემენტს ამ მასივისა (მეოთხე ელემენტი იქნება ”...” თუ
სათაური ბოლომდე არ ჩაეტია, ხოლო თუ სათაურში 3 სიტყვაზე მეტი არ ყოფილა და მისი მთლიანად გამოტანა მოხდა, მეოთხე ელემენტი არაფერს არ გამოიტანს).
კოდირების ჩასმა ACP-ს ფრეიმში
ACP-ში, სკინის რედაქტირების ერთ-ერთ ფრეიმში გვერდის კოდირება მითითებული არ არის, ასერომ მასში შეყვანილი ქართული უნიკოდური ტექსტი შესაძლოა ბაზაში არასწორად ჩაიწეროს.
ვხსნით სერვერზე ფაილს ROOT_DIR/skin_acp/IPB2_Standard/acp_skin_html/cp_skin_global.php და ვპოულობთ მასში ამ კოდს
Code
და მის შემდეგ ვამატებთ ამას:
Code
<meta http-equiv="content-type" content="text/html; charset={$this->ipsclass->vars['gb_char_set']}" />
ქართული კლავიატურა პოსტის სწრაფი რედაქტირებისას
ალბათ ყველამ უკვე ნახეთ, რომ დაემატა ახალი ფუნქცია - პოსტის სწრაფი რედაქტირება - რომელიც საშუალებას იძლევა უახლესი ტექნოლოგია AJAX-ის გამოყენებით
პოსტის ჩასწორება მოხდეს იქვე, გვერდიდან წაუსვლელად.
მაგრამ ეხლახანს შევნიშნე, რომ ამ ფუნქციის ფორმაში ქართული კლავიატურა ჯერ არ გაგვიკეთებია.
ხოდა, ამიტომაც აქაც ჩავრთოთ მშობლიური ენის მხარდაჭერა.
შევდივართ აქ: ACP -> LOOK & FEEL -> სკინის მენიუ -> Edit Template HTML -> Post Screen -> inline_edit_quick_box და ვპოულობთ
ამ ადგილს კოდში:
Code
<textarea style='margin:0px;padding:4px;width:98%' name='Post' tabindex='1' id='{$pid}_textarea'
class='rte-iframe' cols='80' rows='15'>{$post}</textarea>
მის მაგივრად კი ვწერთ ამას:
Code
<textarea onKeyPress='changeVal()' style='margin:0px;padding:4px;width:98%' name='Post' tabindex='1'
id='{$pid}_textarea' class='rte-iframe' cols='80' rows='15'>{$post}</textarea>
ალბათ შეამჩნევდით, რომ ესეც იგივე ჯავასკრიპტ-ფუნქციას იყენებს, რომელსაც სხვა ფორმები და, შესაბამისად, ამ ფუნქციის ასამუშავებლად გვერდზე უნდა იყოს თოლია geo. ამიტომაც, დახურულ თემებში პოსტის რედაქტირებისას ქართული კლავიატურა არ იმუშავებს. მაგრამ ეგ არაფერი, თუ მაინცდამაინც დახურულ თემაში მოგინდა პოსტის ჩასწორება, ინგლისურად დაწერ ან სხვაგან აკრიფავ ქართულად და მერე აქ დააკოპირებ.
ფორუმის წესები და პირობები ქართულად
მოკლედ, რაშია საქმე:
IPB 2.0.4-ში ენის ფაილში lang_registrer.php ისევე როგორც წინა ვერსიებში კვლავ არის ცვლადი, რომელიც შეიცავს ამ წესებს და პირობებს (რომელიც რეგისტრაციის დროს გამოდის ხოლმე და გვანიშნინებს ”ვეთანხმები”-ო-ს ). მაგრამ საქმე იმაშია, რომ რატომღაც ეს ვერსია პირობების გამოტანისას ტექსტს ამ ცვლადიდან კი არ იღებს, არამედ მონაცემთა ბაზაში შენახული ტექსტიდან (ipb_conf_settings: conf_default WHERE conf_id=5). ხოლო მაშინ, როდესაც ფორუმის გაქართულება გინდა გამოდის, რომ ერთადერთი გამოსავალი ამ ტექსტის შეცვლისა არის მისი ბაზაში ჩასწორება, მაგრამ ჩემი აზრით ჯობია ისევ კოდში ჩავასწოროთ რაღაცეები და ძველებურად ენის ფაილიდან გამოქონდეს ტექსტი, რათა გადასატანადაც უფრო ადვილი იყოს, ყველაფრის (ყველა თარგმანის) ერთად გადატანა.
მოკლედ, სერვერზე ვხსნით ფაილს ROOT_DIR/sources/action_public/register.php და მასში ვპოულობთ ამ ხაზს (1123):
Code
$text  = $cache['conf_value'] ? $cache['conf_value'] : $cache['conf_default'];
და ვანაცვლებთ მას ამით:
Code
$text = $this->ipsclass->lang['click_wrap'];
მორჩა
აწი პირობების ტექსტის გამოტანა მოხდება ფაილიდან lang_register.php (ცვლადი $lang['click_wrap']).
Old Дата: პარასკევი, 2008-10-17,
Man
ჯგუფი: User
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
სტატუსი: გასულია
[ (GE) ]
Default Дата: პარასკევი, 2008-10-17, 3:35 AM | Сообщение # 3
mec aqedan davayene madlboa
da 2.3.3 versisitvis reputaciis modi minda da xo ar gaqvs?
ფორუმი » PHP scripts » Help / დახმარება » Invision Power Board 2.2.X (ინსტალაცია და გაქართულება)
გვერდი 1 დან1
ძებნა:
Copyright MyCorp © 2017